ტრენინგის მესამე დღის რეფლექსია

 ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე,მოვიძიეთ საგნის სტანდარტები და ინდიკატორები,რომელიც ჩავსვით საქაღალდეში (კურსის რესურსებში),შესაბამისი სტანდარტები და ინდიკატორები ჩავსვი ჩემს პროექტში.შევიმუშავეთ მიზნები სასწავლო პროექტისთვის.  ასევე გავეცანით  ბლუმის ტაქსონომიას. ვისაუბრეთ ზოგად,თემატურ  და შინაარსობრივ  კითხვებზე,განვიხილეთ მაგალითები,ტრენინგის ბოლოსკენ ჩაქრა დენი,ტრენერმა წარმოგვიდგინა ვიზუალური მასალა ბლუმის ტაქსონომიაზე, შევადგინე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. ზოგადი: რატომ ხდება ცვლილებები? თემატური: რა გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილებები ნიადაგზე? რომელ კლიმატურ სარტყლებს იცნობთ? შინაარსობრივი: რომელ კლიმატურ სარტყლებშია საქართველო? რა ტიპის ნიადაგებია საქართველოში გავრცელებული? რა ტიპის ნიადაგებია კახეთში?დღევანდელი დღე იყო საინტერესო და ნაყოფიერი.

Комментарии

  1. ქალბატონო მანანა, გავეცანი თვენ მიერ შედგენილ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს, როგორც გამოჩნდა კარგად გაიგეთ ამ შეკითხვების შედგენის პრინციპი. გისურვებთ წარმატებებს.

    ОтветитьУдалить
  2. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები კარგად აქვს შედგენილი,ზოგადი კითხვიდან გამომდინარე თემატური და შინაარსობრივი კითხვებიც კარგად არის შერჩეული და პასუხები ამყარებს ერთმანეთს.
    გისურვებთ წარმატებებს!

    ОтветитьУдалить

Отправить комментарий

Популярные сообщения из этого блога

მერვე დღის რეფლექსია